თელავში 26 წლის ქალი მოკლეს
- მსოფლიო
- 09.10.2022
- 19:02
თელავში ქალი მოკლეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, 26 წლის ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა.
დაზიანებები ქალს ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობა ალაზნის ქუჩაზე, მე-12 კორპუსში მოხდა, სადაც 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200