კიევის ცენტრში დაბომბვებს 8 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 10.10.2022
- 12:25
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის როსტისლავ სმირნოვის განცხადებით, კიევში რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს 8 ადამიანი ემსხვერპლა.
„08:45 საათის მონაცემებით, შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია -24. ხანძარი გაუჩნდა 6 ავტომობილს, 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა“, - ამბობს სმირნოვი.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტები აფეთქდა ქალაქის ცენტრში - (შევჩენკოვსკის რაიონში) და სოლომენსკის რაიონში.
ამასთან, უკრაინულ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200