png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი მკაცრი იქნება - პუტინი

  • მსოფლიო
  • 10.10.2022
  • 15:05
ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი მკაცრი იქნება - პუტინი

ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, – ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების უკან „კიევის რეჟიმი“ დგას.

„კრიმინალისტიკური და სხვა ექსპერტიზის მონაცემები, ასევე ოპერატიული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია, ტერაქტი, რომელიც მიმართულია რუსეთის სამოქალაქო კრიტიკულად მნიშვნელოვანი  ობიექტების წინააღმდეგ. ასევე ცხადია, რომ ტერაქტის დამკვეთები, ორგანიზატორები, შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით თავი ფაქტობრივად საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან, ყველაზე ოდიოზურ დაჯგუფებებთან გაითანაბრა. მსგავს დანაშაულების პასუხის გარეშე დატოვება, უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთის ჯარმა მასირებული დარტყმები განახორციელა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამხედრო სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობაზე.

 „თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრებული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge