უკრაინამ გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო
- მსოფლიო
- 11.10.2022
- 21:08
უკრაინამ გერმანიისგან პირველი ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სისტემის ერთი კომპლექტის გადაცემა დღეს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მოხდა.
გამოცემის ცნობით, იგეგემება სისტემის კიდევ სამი კომპლექტის გადაცემა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.
საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევა. უკრაინაში მას ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გამოიყენებენ. სისტემებს შეუძლია რაკეტების განადგურება 20 კილომეტრის სიმაღლეზე 40 კილომეტრის რადიუსში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200