წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- სამართალი
- 12.10.2022
- 12:20
წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით, სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - მერს მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული.
გია ხარჩილავა ამბობს, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200