png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას- bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა

  • ბიზნესი
  • 12.10.2022
  • 13:42
 საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას- bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ,   საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმის - bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის ანგარიშზე მომენტალურად ასახვა უკვე შესაძლებელია.  თანხის გამოყენებას მომხმარებელი  ჩარიცხვისთანავე შეძლებს.

,,მოხარულები ვართ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგოთ, რაც გულისხმობს bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის მომენტალურად ასახვის შესაძლებლობას. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას.  სამომავლოდ  კი ვგეგმავთ, პლატფორმას კიდევ არაერთი სიახლე დავამატოთ“- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

bogpay.ge წარმოადგენს საქართველოს ბანკის ციფრულ  პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება, თანაც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე.  ციფრული  პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge