primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

კალაძემ და მისმა გუნდმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები - ევროპული საქართველო

  • პოლიტიკა
  • 15.10.2022
  • 14:05
კალაძემ და მისმა გუნდმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები - ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ბესიკ დონაძემ და გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგი გამართეს.

მათი თქმით, ის რაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მოხდა არ არის ერთი გამონაკლისი შემთხვევა, როცა კორუფცია, ფლანგვა და პოლიტიკური დაუდევრობა კლავს ან შესაძლოა მოგკლას. ეს არის ამ ხელისუფლების და თბილისის მერიის ზოგადი სამუშაო წესი.

ამის სადემონსტრაციოდ ბესიკ დონაძემ და გიორგი ნონიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე კონკრეტული კორუფციული გარიგების მაგალითი მოიყვანეს.

„ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა აიღოს კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა: ის, რაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მოხდა არ არის ერთი საგამონაკლისო შემთხვევა როცა კორუფცია, ფლანგვა და პოლიტიკური დაუდევრობა კლავს ან შესაძლოა მოგკლას. ეს არის ამ ხელისუფლების და თბილისის მერიის ზოგადი სამუშაო წესი.

მე მინდა ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო:

წითელი ბაღის კეთილმოსაწყობას მერიამ შპს გრინსერვისს 2 მილიონ ლარამდე გადაუხადა. 1 წელიწადში ბაღი უკვე სარემონტო მდგომარეობაში იყო. უსაფრთხოების ნორმები დაცული კი არ არის.

2016 წელს ვარკეთილის მეტრო გაარემონტეს. 1 მილიონი ლარამდე დახარჯეს. 5 თვეში ჩამოინგრა.  მშენებელ კომპანიას კი ამის სკოლების და სამედიცინო დაწესებულების რემონტი ანდეს.

გლდანში შპს ენსისიმ შეასრულა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მერიამ ამისთვის შპს ენსისის 13 მილიონი გადაუხადა. სანიაღვრე სისტემა გამართულად არ მუშაობს, ძლიერ წვიმაზე იტბორება და საფრთხეებს აჩენს.

მეტროსადგური გოცირიძის 3 თვის ნაცვლად 18 თვეა ჩაკეტილია. დასრულების ვადა 7 ჯერ გადაწიეს.

ასეთი საქმეები ბევრია. 2013 წლიდან მოყოლებული შპს დემაქს ვაკე წარუმატებლად ცდილობდა მშენებლობის ნებართვა მიეღო ყიფშიძის ქუჩაზე. მას შემდეგ რაც ალტინფოელი კოკა მორგოშიას ოჯახი შემოიყვანა ბიზნესში, 3 თვეში მიიღო მშენებლობის ნებართვა. ამით მორგოშიებმა 2 მილიონ დოლარამდე იხეირეს.

და ბოლოს, გარდა იმისა რომ ვაკის პარკის საქმე არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ვაკის პარკის სამუშაოების დასრულებამდე გახსნა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კი პასუხისმგებელ პირებს უნდა ჰყოფნიდეთ ღირსება რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ“ -  განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა

„კალაძის მმართველობა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ და მხოლოდ სამი სიტყვით, ეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი და გულგრილობა. მათი ქმედებები აქამდე აზიანებდა ბიუჯეტს, მაგრამ ახლა უკვე აზიანებს ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. კალაძის და მისი გუნდის მიერ გაკეთებულ არცერთ მუნიციპალურ სერვისს და ინფრასტრუქტურულ პროექტს აღარ ექნება მოსახლეობის ნდობა, ეს პროექტები ვეღარ იქნება მოსახლეობისთვის უსაფრთხო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კალაძემ და მისმა გუნდმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები“ - ბესიკ დონაძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge