png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე - ოლაფ შოლცი

  • პოლიტიკა
  • 15.10.2022
  • 21:19
ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე - ოლაფ შოლცი

ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის.

„ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოყვეს. ეს არის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით.

რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის.

დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას. ასე შეგვიძლია, დავიცვათ ევროპის ღირებულებები როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი გაბედულად უნდა ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა შოლცმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge