png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით... ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 17.10.2022
  • 13:51
ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით... ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით - სალომე ზურაბიშვილი

ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოველ კოლეგასთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ასოცირების ტრიოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პეტრას სამიტი ევროკავშირთან გაერთიანებით დასრულდება.

"ღრმად მჯერა, სამივე ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ ასოცირება პეტრას სამიტიდან, ტრიოს ფორმით და დავიწყეთ ევროინტეგრაციის აქტიური ფაზა, ვნახავთ ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის.

ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი და ევროკავშირის გაერთიანებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტრიოს წევრები ევროინტეგრაციის კუთხით ერთსა და იმაზე პერსპექტივაში რჩებიან და ერთი და იმაზე გზაზე მიდიან.

"ჩვენ შემთხვევაში 12 რეკომენდაციაა და ეს არის გამოწვევა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად შევასრულებთ, რა სისწრაფით, რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ და არა ცალ -ცალკე და ერთი მეორეს წინააღმდეგ. ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ, ამითი იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი, ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს არ გვაძლევს გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ რომ სოლიდარობა არის ჩვენი ნაბიჯი რუსეთის ქმედებებზე",- თქვა პრეზიდენტმა.

მან ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი შეაფასა და თქვა, რომ ეს არის უდიდესი საფრთხე, არა მხოლოდ საქართველოსთვის ან მოლდოვისთვის, არამედ, ევროპისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის.

"ამიტომ არ შეიძლება გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება, გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია...

მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ, განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო და მოლდოვა სრულიად უერთდება.

უკრაინის ომი ევროპისთვის უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ევროპამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ევროპის ჩვენი პარტნიორები რუსეთს სხვა თვალით უყურებდნენ".

სალომე ზურაბიშვილმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობ გამოუცხადას უკრიანასა და უკრაინელ ხალხს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge