png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პარლამენტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება განხილული არ ყოფილა - არჩილ თალაკვაძე

  • კომენტარები
  • 17.10.2022
  • 19:29
პარლამენტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება განხილული არ ყოფილა - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება განხილული არ ყოფილა, -  ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას იმაზე, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს.

თალაკვაძის თქმითვე, კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელია და ზურაბიშვილის განცხადებები მთავრობასთან ან პარლამენტთან შეთანხმებული არ არის.

"საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს, ვინც შემოდის ქვეყანაში, განიხილავს კანონმდებლობის საფუძველზე და ასევე, იმ საერთაშორისო კონვენციების და წესების საფუძველზე, რომლის ხელისმომწერი და ვალდებულიც გახლავთ საქართველო. რაიმე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში განხილული არ ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებელი ინსტიტუტი და სულისკვეთება, რომ მისი განცხადებები მაინც და მაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან, არ არის საფუძვლიანი"- ამბობს თალაკვაძე.

დღეს, 17 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმია გამოყენებული, რათა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა არ იქცეს საფრთხედ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge