ირანი უშუალოდ არის პასუხისმგებელი უკრაინელების მკვლელობაზე - პოდოლიაკი
- მსოფლიო
- 17.10.2022
- 19:42
ირანი უშუალოდ არის პასუხისმგებელი უკრაინელების მკვლელობაზე, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის ქალაქებზე ირანული წარმოების კამიკაძე დრონების თავდასხმის შედეგად.
ამის შესახებ უკრაინის პეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ში წერს.
„ირანი უშუალოდ არის პასუხისმგებელი უკრაინელების მკვლელობაზე, ქვეყანა, რომელიც ჩაგრავს თავის ხალხს, იარაღს აძლევს ru-მონსტრებს ევროპის ცენტრში მასობრივი მკვლელობებისთვის. აი, რას ნიშნავს დაუმთავრებელი საქმე და დათმობა ტოტალიტარიზმთან. შემთხვევა, როდესაც სანქციები ნამდვილად არ არის საკმარისი“, - წერს პოდოლიაკი.
17 ოქტომბერს, დილით რუსეთის იერიშის შედეგად კიევში სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 თვის ორსული. რუსეთმა უკრაინაზე იერიში ირანული წარმოების კამიკაძე დრონებით მიიტანა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200