png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ პოლიტიკურად დაგამთავრათ - ზარქუა ოპოზიციას

  • პოლიტიკა
  • 18.10.2022
  • 14:11
კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ პოლიტიკურად დაგამთავრათ - ზარქუა ოპოზიციას

კახა კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკურად დაგამთავრათ, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს.

"ერთი მინდა ვთქვა. კახი კალაძე ყელში გაჩხერილი იმიტომ გყავთ, რომ სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკურად დაგამთავრათ როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში. ამას ვერ პატიობთ და ყველანაირად გინდათ, რაღაცნაირად მოახდინოთ, რომ ეს გაანეიტრალოთ, თუმცა, არ გამოგივათ. სწორედ ამის დემონსტრირება იყო, რაც ამ ტრაგედიის ფონზე თქვენ გააკეთეთ, მერიასთან რომ ის ბავშვები მიაგზავნეთ. 10 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ. ეს არის თქვენი სახე. ხალხი გვერდში არ დაგიდგათ, იმიტომ რომ საზოგადოებამ იცის, რომ რაც მოხდა, არის ტრაგედია. ამ შემთხვევას ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახი კალაძე და მთელი მერია განიცდის. ამას ხალხი გრძნობს და ამიტომაც არის, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად. პოლიტიკურ მოუსავლეთში ხართ და ეს არ გასვენებთ. გინდათ, რომ რამენაირად თქვენს ამომრჩეველს ვითომ ეს მუხტი გაუღვიძოთ. ეს არ გამოგდით, რადგან არასწორად დგახართ, უსამართლოდ დგახართ, არასწორ არგუმენტებზე დგახართ. ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ასე პოლიტიკურად მიჩაჩანაკებული იქნებით. ტრაგედიებზე მონადირეები ხართ, როგორ არ გრცხვენიათ? რამე წმინდა არ გაგაჩნიათ?" - თქვა ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge