png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ის, რომ ევროსაბჭოში უშვებ საქართველოში ძებნილ ადამიანს უკრაინის სახელით და ავალებ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა - ელისაშვილი ადეიშვილზე

  • კომენტარები
  • 18.10.2022
  • 20:11
ის, რომ ევროსაბჭოში უშვებ საქართველოში ძებნილ ადამიანს უკრაინის სახელით და ავალებ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა - ელისაშვილი ადეიშვილზე

ვერ წარმომიდგენია, რომ 44 მილიონიან და ასეთ განათლებულ უკრაინაში ერთი იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ადეიშვილის მაგივრად წავიდოდა და იმუშავებდა ევროსაბჭოში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს ურთიერთობის ის დონე, რაც საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არის.

„ქართული ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდწილად ცოდავს და აშავებს უკრაინასთან, რომ ჯეროვნად მხარში ვერ ვუდგავართ უკრაინელებს, მაგრამ ხანდახან ​აშავებს ​უკრაინის მთავრობაც. ის, რომ ევროსაბჭოში აგზავნიან საქართველოში ძებნილ ადამიანს, რომელიც ხალხს სულს ხდიდა, ისეთ დღეში აგდებდა, ასეთ ადამიანს რომ უშვებ ევროსაბჭოში უკრაინის სახელით და ავალებ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას, ეს ვფიქრობ, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. ასევე ვერ წარმომიდგენია, რომ 44 მილიონიან და ასეთ განათლებულ უკრაინაში ერთი იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ადეიშვილის მაგივრად წავიდოდა და იმუშავებდა ევროსაბჭოში. ასე რომ, ძალიან ცუდი და დასანანი ნაბიჯია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და ეს არ ემსახურება იმას, რაზეც ყველა ვნატრობთ საქართველოში, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის, ახლა, როცა ასე თავგანგწირვით იბრძვის უკრაინა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, რომ ურთიერთობები დალაგდეს. ეს არის კონტრპროდუქტიული ნაბიჯი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge