png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბელარუსიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი დაბალია - ISW

  • მსოფლიო
  • 21.10.2022
  • 11:28
ბელარუსიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი დაბალია - ISW

ბელარუსიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის რისკი დაბალია. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსაწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიმოხილვაშია ნათქვამი.

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოლექსეი გრომოვმა განაცხადა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან განმეორებითი შეტევის საფრთხე იზრდება.

ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს თვეებში მოვლენების მსგავსი განვითარების რისკი ნაკლებსავარაუდოა, ვინაიდან, რუსეთის ძალებს არ გააჩნიათ უნარი დასავლეთიდან გადაკეტონ უკრაინის მომარაგების გზა სახმელეთო იერიშის დახმარებით.

აღმოსავლეთიდან უახლოესი უკრაინის სარკინიგზო ხაზი ბელარუსის საზღვრიდან 30 კმ-ში მდებარეობს, პრიპიატის ჭაობები კი უკიდურესად ართულებს მობილური ომის წარმოებას საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ვოლინისა და როვნოს რეგიონებში.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზებს აქვთ საკმარისი კვანძები პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან, რათა რუსეთის შეჭრამ ბელარუსიდან სერიოზულად ვერ გაართულოს უკრაინის ლოჯისტიკური ხაზი უკრაინის სიღრმეში შეჭრის გარეშე, როგორც ეს რუსებმა კიევისთვის ბრძოლის დროს გააკეთეს, როდესაც რუსული არმია ძლიერი იყო. დღეს ეს ძალები მნიშვნელოვნად არის დასუსტებული.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერმა ჯონ კირბიმ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსმა საზღვარზე, შესაძლოა, ცოცხალი ძალა განალაგოს, რათა უკრაინის ჩრდილოეთით უკრაინელი სამხედროების განთავსება მოხდეს და ამით ხელი შეეშალოს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში მათ გადასროლას.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge