png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დადასტურდა რომ ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, რომელსაც აქვს კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის არის პრობლემა - დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 21.10.2022
  • 13:15
 დადასტურდა რომ ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობა, რომელსაც აქვს კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის,  არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის არის პრობლემა - დეკანოიძე

დადასტურდა გუშინაც, რომ საქართველოში ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, რომელსაც აქვს არაფორმალური და მათ შორის ფორმალური კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, არის არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის , არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის პრობლემა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო არ არის ბიძინა ივანიშვილი და "ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მის ფინანსურ კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას".

"მინდა, პირველ რიგში გამოვთქვა ძალიან დიდი შეშფოთება და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეები, არაფორმალური მმართველის უშუალო წარმომადგენლები, ბიზნესინტერესების დამცველები, ბიძინა ივანიშვილის წევრები მოხვდნენ სკაბაევასთან, აბრამოვიჩთან და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად იმ სიაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს დადასტურდა გუშინაც, რომ საქართველოში ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა, რომელსაც აქვს არაფორმალური და მათ შორის ფორმალური კავშირები რუს ტერორისტულ რეჟიმთან, რაც გულისხმობს ასევე იმ ჩანაწერს, რომელიც გამოქვეყნდა - ევტუშენკოვისა და ივანიშვილის საუბარი, არის, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემა, არამედ რეგიონის უსაფრთხოებისთვის პრობლემა და ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან დიდი გამოწვევა იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.

შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ კავშირები რუსეთთან, რომელიც ევროკავშირის რეზოლუციით, რომელმაც ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი, რუსული რეჟიმი, პუტინის რეჟიმი აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, სახელმწიფოდ და არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ეს არის გამოწვევა მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის.

ასევე მინდა ძალიან დიდი გულისტკივილით, მათ შორის ყველაზე აქტუალური დღეს, რაც გუშინ და დღეს მოვისმინე კომენტარები, ქართული ოცნებისთვის საქართველოს სახელმწიფო არ არის მათი სამშობლო, ან ჩვენი სამშობლო ყველასი ერთად. ქართული ოცნებისთვის საქართველოს სახელმწიფო ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მამაცაშვილი, ივანიშვილის ძმა და მათი ფინანსური კაპიტალის დაცვა. ეს არის ყველაზე უფრო ძირგამომთხრელი საქმიანობა და პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მიყვება ოცნება, როდესაც ისინი აიგივებენ ივანიშვილს საქართველოს სახელმწიფოსთან.

ამიტომ, შევახსენებ ყველას, ივანიშვილი დასანქცირდება და მან ძალიან კარგად იცის, რატომ არ არის ამ სიაში, და ეს ძალიან კარგად იციან ოცნების წარმომადგენლებმაც, მეორე - სანქციები გაფართოვდება, ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მესამე რეალურად, ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა იდეოლოგიური საყრდენის გარეშე, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთი არ მიაჩნია ტერორისტულ სახელმწიფოდ და ეს დაადასტურა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენი სახელმწიფო, სამშობლო არ არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი სახელმწიფო არის საქართველო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საკუთარი მოქალაქეების ინტერესს. შესაბამისად, ერთადერთი ყველაზე ნიშანდობლივი რაც შეიძლება ამის შემდეგ მოხდეს და განვითარდეს, ეს არის ის, რომ ივანიშვილმა გაიგოს, მის ფინანსურ კაპიტალს აუცილებლად დაემუქრება საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ის არ ჩამოსცილდება მმართველობას", - თქვა დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge