png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს - პრემიერი

  • მსოფლიო
  • 21.10.2022
  • 15:09
ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს - პრემიერი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემენ.

ამის შესახებ მან Israel News-თან ინტერვიუში განაცხადა.

 „ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინას. ჩვენ ვიყავით პირველები, და თუ არ ვცდები ვრჩებით ერთადერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინაში საველე ჰოსპიტალი გაგზავნა, ჩვენ უკრაინაში გავაგზავნეთ და ვაგზავნით  ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ სამოქალაქო გამაფრთხილებელი სისტემების მიწოდებას. რა თქმა უნდა, გაეროში ხმა მივეცით და ცალსახად დავგმეთ შეჭრა {უკრაინაში} და ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში“. - განაცხადა ლაპიდმა.

თუმცა მან თქვა, რომ როგორც პრემიერი ვალდებულია გაითვალისწინოს ისრაელის ეროვნული ინტერესები.

„მაგრამ მე - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ და ჩემი მოვალეობაა გავითვალისწინო ისრაელის ეროვნული და თავდაცვითი ინტერესები. ამასთან დაკავშირებით გვიწევს ძალიან სერიოზული საკითხების გადაწყვეტა. მე საერთოდ არ მჯერა რთულ კითხვებზე მარტივი პასუხების. არც ამერიკელებს, არც ბრიტანელებს, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიან, თავიანთ სამხედრო-საჰაერო ძალებს რუსული სატანკო კოლონიების დასაბომბად არ აგზავნიან. ყველა ითვალისწინებს თავის თავდაცვით ინტერესებს და მეც ზუსტად ასე ვმოქმედებ“, - განაცხადა ლაპიდმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იაირ ლაპიდს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ტექნოლოგიების გადაცემა სთხოვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge