უკრაინაში 24 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- საზოგადოება
- 21.10.2022
- 23:13
უკრაინაში დღეს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. "მთავარი არხის" ცნობით, ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინაში მყოფი ქართველები. ის 22-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წარმოებულ ომს ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი დაიღუპა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200