რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 2-სართულიან სახლს სამხედრო თვითმფრინავი დაეცა - არიან დაღუპულები
- მსოფლიო
- 23.10.2022
- 19:03
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში 2-სართულიან სახლს სამხედრო თვითმფრინავი „სუ-30“ დაეცა. დაიღუპა ორი პილოტი. მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ რუსულმა გამანადგურებელმა კატასტროფა საცდელი ფრენის დროს განიცადა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურების დანაყოფები მუშაობენ.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ ეისკში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს გამანადგურებელი „სუ-34“ დაეცა. დაიღუპა 15 ადამიანი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200