აშშ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცის სისტემების HAWK-ის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს
- მსოფლიო
- 25.10.2022
- 12:22
Reuters -ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცის სისტემების HAWK-ის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, რთა თავი დაიცვას რუსული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან.
Reuters-თვის უცნობია რა რაოდენობის სისტემებსა და რაკეტებს მიიღებს უკრაინა.
HAWK-ის სისტემები ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა PATRIOT-ის წინამორბედია, რომლის გადაცემის შესაძლებლობა უკრაინისთვის, არ განიხილება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა მოწინავე საჰაერო სისტემების გადაცემას, ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ განხორციელებული იერიშების შემდეგ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200