png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა

  • მსოფლიო
  • 25.10.2022
  • 17:17
რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა. ეს სტატუსი 42 წლის სუნაკმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.

წელს სუნაკი დიდი ბრიტანეთის მესამე პრემიერ-მინისტრია, რომელიც დაუნინგ სთრითის 10 ნომერში მდებარე რეზიდენციაში ბორის ჯონსონისა და ლიზ ტრასის შემდეგ შევიდა.

ბუკინგემის სასახლეში მეფესთან სიმბოლური შეხვედრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მოსახლოებას კიდევ ერთხელ მიმართა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. პუტინის ომმა უკრაინაში ენერგეტიკული ბაზრებისა და მომარაგების ჯაჭვების დესტაბილიზაცია გამოიწვია მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

თავის სიტყვაში მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მის წინამორბედ ლიზ ტრასს. როგორც სუნაკმა თქვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ცდებოდა, როდესაც ეკონომიკის ზრდის ტემპის გაუმჯობესება სურდა, თუმცა მისივე თქმით, ტრასის მთავრობამ შეცდომები დაუშვა.

„ეს შეცდომები არ იყო ცუდი განზრახვით ჩადენილი. პირიქით, თუმცა ეს მაინც იყო შეცდომები. მე ამირჩიეს ჩემი პარტიის ლიდერად და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად ნაწილობრივ სწორედ ამ შეცდომების გამოსასწორებლად. ეს სამუშაო იწყება ახლავე“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობის დღის წესრიგის უმთავრესი საგანი იქნება ეკონომიკური სტაბილურობა.

„ეს ნიშნავს, რომ წინ გველის რთული გადაწყვეტილებები. თქვენ ნახეთ, რომ კოვიდის დროს მე ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, რათა დამეცვა ხალხი და ბიზნესი, თუმცა ზღვარი მუდამ არსებობდა. ახლაც ასეა, თუმცა გპირდებით, მე თანაგრძნობით ვიმოქმედებ, როდესაც დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავება მოგვიწევს. ჩემი მთავრობა არ დაუტოვებს თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს ვალს, რომლის გადახდაც ვერ შევძელით, რადგან სუსტები ვიყავით. მე გავაერთიანებ ჩვენს ქვეყანას არა სიტყვებით, არამედ მოქმედებით“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას რიში სუნაკმა ასევე მადლიერება გამოხატა ბორის ჯონსონის მიმართ და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს წარმოუდგენელი მიღწევები ჰქონდა.

„ვიცი, ბორის ჯონსონი დამეთანხმებოდა, რომ კონსერვატიული პარტიის მიერ 2019 წელს მოპოვებული ნდობის მანდატი არ ეკუთვნის ინდივიდუალურ პირს. ეს არის მანდატი, რომელიც გვაერთიანებს ყველა ჩვენგანს“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge