primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პუტინთან - ISW

  • მსოფლიო
  • 26.10.2022
  • 15:04
რუს ძალოვანებს ღია კონფლიქტი აქვთ პუტინთან - ISW

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანგარიშში აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან  ღია კონფლიქტი აქვთ რუს ძალოვანებს, რომლებიც დაუფარავად აკრიტიკებენ მის ქმედებებს უკრაინაში.

ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ღია კონფროტანცია ადასტურებს, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა გარკვეულ ნაწილს დიდი გალენა აქვთ რუსულ პოლიტიკაში და ბრმად არ ემორჩილებიან პუტინს, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ. ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, შექმნილ სიტუაციაში რუსეთის პრეზიდენტი მთელი ძალით ეცდება ომის მომხრეების მადა დააკმაყოფილოს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე ყურადღებას უთმობს ევგენი პრიგოჟინის პიროვნებასა და მის უდიდეს გავლენებს. ანალიზის თანახმად, პრიგოჟინი იკავებს უნიკალურ მდგომარეობას, რომელიც საშუალებას აძლევს მიიღოს სარგებელი იმით, რომ პუტინი დამოკიდებულია პრიგოჟინის მიერ შექმნილ დაჯგუფება „ვაგნერზე“, ამასთან მას არ ეკისრება ფორმალური პასუხისმგებლობა უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმიის შეცდომებზე.

ასევე სწრაფად იზრდება მისი გავლენა რუსეთის საინფორმაციო სივრცეზე. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პუტინის რეჟიმი დიდწილად არის დამოკიდებული საინფორმაციო სფეროში კრემლის მონოპოლიაზე და პრიგოჟინი სულ უფრო აშკარად უქმნის ამ მონოპოლიას გამოწვევას.

ამასთნ, ანალიზის თანახმად, პათოსის ფონზე „რუსი მართლმადიდებელი ხალხის ბრძოლა სამართლიანი მიზნისთვის“, რუსეთის ხელმძღვანელობამ ასევე იგრძნო საჭიროება, აუხსნას რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს რუსული არმიის რიგებში, მათი როლი ამ ომში. ექსპერტების მოსაზრებით, ამისთვის თამაშდება საერთო „უკრაინული სატანიზმთან ბრძოლის“ სცენარი, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქრისტიანებისთვის, ასევე მუსლიმებისთვის და სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის. შესაბამისი განცხადებები გააკეთეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწემ, ალექსეი პავლოვმა და ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა.

ანალიზის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის რეგიონიდან დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მათი უსაფრთხოებისთვის სულ უფრო და უფრო ემსგავსება იძულებით განსახლებას, როგორც ადმინისტრაციული პროგრამის ნაწილი. ასეთი პროგრამის არსებობა 25 ოქტომბერს რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, კირილ სტრემუსოვმა დაადასტურა. მისივე თქმით, მის ფარგლებში უკვე გადაყვანილია 22 ათასზე მეტი ადამიანი ახალ საცხოვრებელ ადგილებში, პროგრამა კი 60 ათასზეა გათვლილი, თუმცა ჯერ არავის უთქვამს, რომ განსახლება მუდმივია და არა დროებითი. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ შეფასებით, ევაკუაციის სახელით ზუსტად იძულებით განსახლება ხდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge