png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რადიკალური ოპოზიცია საქართველოშიც და უცხოეთშიც რუსულ საქმეს აკეთებს - თალაკვაძე

  • კომენტარები
  • 26.10.2022
  • 15:11
რადიკალური ოპოზიცია საქართველოშიც და უცხოეთშიც რუსულ საქმეს აკეთებს - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ეს ის პოლიტიკოსები არიან ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან და იქ ამბობენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ნუ მისცემთო, ხოლო საქართველოში როდესაც ბრუნდებიან, იძახიან, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებსო. ჯამში, ერთიც და მეორეც არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებებს.

პირდაპირ გეტყვით, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშორისო მედიით გამოდიხარ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. აგრეთვე, რუსული საქმეა, როცა შენ თავის დროზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდი. რუსული საქმეა, როდესაც საზოგადოება ოპოზიციაში აგირჩევს და პარლამენტში არ შედიხარ. რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობ", -თქვა არჩილ თალაკვაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლისა და გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) წევრებთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებში შეხვედრები გამართეს. ვაშაძისა და ჯაფარიძის თქმით, ვიზიტის შემდეგ, ისინი ფიქრობენ, რომ მაღალი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge