png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს - გიგა ბოკერია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

  • პოლიტიკა
  • 26.10.2022
  • 17:28
ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს - გიგა ბოკერია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

ჩვენი მთავარი პრობლემა, ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის არის, რომ ასეთი გამოწვევის დროს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს იცავს და ამ პროცესს დაუყენებდა ისეთ ფილტრს, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესში შედის“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოში რუსი და ბელორუსი მოქალაქეების შემოსვლას

„ამ ფონზეა განსაკუთრებული პრობლემა მტრული სახელმწიფოს ამდენი მოქალაქის შემოსვლა, სადაც არანაირი ფილტრი არ იყო. ეს რომ ყოფილიყო რუსეთის მხოლოდ ის მოქალაქეები, ვინც პუტინს უპირისპირდებიან და თავშესაფარს ითხოვენ, ეს ერთი საკითხი იქნებოდა, მაგრამ აქ არანაირი ფილტრის დაწესება არ მომხდარა. ამ პირობებში, როცა ისედაც გვყავს პუტინისტური რეჟიმი, დამატებითი შესაძლებლობები იხსნება ჩვენი ქვეყნისთვის მტრული სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ქმედებისთვის, როცა ამხელა უკონტროლო შემოდინება ხდება.

მეორე არის სუფთა პოლიტიკური იქნება, თუ მორალური ამბავი. როცა ფილტრის გარეშე მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებს უშვებ, მათ შორის, უდიდეს ნაწილში ისეთი განწყობის მქონეებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს ან საერთოდ ოპორტუნისტები არიან, არაფერი არ აინტერესებთ, ეს გამოიყენება მტრის პროპაგანდის მხრიდან რუსეთის გავლენის ნორმალიზაციისთვის, თითქოს ეს ნორმალური ამბავია.

ეს არის ჩვენი პრობლემა. მთავარი საკითხი არის, რომ ასეთ ფონზე ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს, ჩვენი ფოკუსი მაგაზე უნდა იყოს. მხოლოდ მთავრობის პრობლემის მოგვარების შემდეგ იქნება შესაძლებელი ამ ნაკადის შეჩერება ან საჭირო ზომების გატარება. რაც შეეხება მოქალაქეობას, არც უნდა განიხილებოდეს თუ რაღაც სპეციალური შემთხვევა არ არის, რაიმე სპეციალური არგუმენტებით, რაც შეიძლება გამონაკლისი იყოს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge