სოფელ ბოდბეში 7 წლის ბიჭი დაიღუპა
- სამართალი
- 02.03.2016
- 12:41
სოფელ ბოდბეში 7 წლის ბიჭი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მცირეწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200