png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ეს არის მკვეთრი გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის ივანიშვილისთვის, ვინც ჩართულია კრემლთან კავშირში - დეკანოიძე მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებაზე

  • კომენტარები
  • 27.10.2022
  • 16:58
ეს არის  მკვეთრი  გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის  ივანიშვილისთვის, ვინც ჩართულია კრემლთან კავშირში -    დეკანოიძე მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებაზე

"ეს არის ძალიან მკვეთრი სიგნალი და გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის და იმ კლეპტოკრატიული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალურად, ვინც ჩართულია კრემლთან კავშირში; ასევე ბიზნესის კეთებაში და ფინანსური კაპიტალის დაგროვებაში კრემლთან კავშირების შემდეგ,"- აცხადებს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე აშშ-ს მიერ მოლდოველი ოლიგარქებისთვის დადებული სანქციების შეფასებისას.


"ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, პირველ რიგში - ივანიშვილი და მისი დამქაშები და ასევე, ადამიანები, ვინც ხელს უშლიან რეგიონის უსაფრთხოებას და დასავლეთის გაძლიერებას რეგიონში. ბიძინა ივანიშვილი არ არის საფრთხე მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის. ის არის საფრთხე რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგისთვის და დასავლური ინტერესებისთვის.

ეს არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩართულია რუსული გავლენების გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ინდივიდუალური სანქციები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა არის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქიისთვის”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სანქცირებული პლახატნიუკი იყო მოლდოვის ისეთივე არაფორმალური მმართველი, როგორც არის ივანიშვილი საქართველოსთვის:

"ამ ახალი სანქციების გამოქვეყნება, რომელშიც ინდივიდუალურად, პოროვნებები არიან შესულები, ნიშნავს, რომ მსოფლიო გადასულია ყველა იმ ინდივიდის დასჯაზე, ვინც ჩართულია ადამიანი უფლებების წინააღმდეგ მოქმედებაში",- განაცხადა დეკანოიძემ.

 

აშშ-მა მოლდოვაში 9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სიაში ის პირები მოხვდნენ, რომლებიც მოლდოვაში რუსეთის ინტერესებს ატარებდნენ, მათ შორის, ოლიგარქი და ქვეყნის ყოფილი არაფორმალური მმართველი, ვლადიმირ პლახოტნიუკი. სანქციების დაწესების მიზეზი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა, არჩევნები, სასამართლო სისტემაზე გავლენა, სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდება და კორუფცია გახდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge