დასავლეთმა ბოლო წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა ესკალაციისკენ, ეს არის ომის გაღვივება უკრაინაში, პროვოკაციები ტაივანში - პუტინი
- მსოფლიო
- 27.10.2022
- 20:14
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ დასავლეთმა ბოლო წლების განმავლობაში გადადგა არაერთი ნაბიჯი ესკალაციისკენ - ეს არის უკრაინაში ომის გაღვივება, პროვოკაციები ტაივანში და დესტაბილიზაცია ენერგობაზრებზე. ამის შესახებ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა საეთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ პლენალურ სესიაზე განაცხადა.
„დასავლეთმა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, არაერთი ნაბიჯი გადადგა {ვითარების} გამწვავებისკენ. ნუ, ფაქტობრივად, ისინი ყოველთვის თამაშობენ გამწვავების მიზნით. ახალი აქ არაფერია. ეს არის ომის გაღვივება უკრაინაში, პროვოკაციები ტაივანის ირგვლივ, სურსათისა და ენერგობაზრების დესტაბილიზაცია“, - თქვა მან.
მისივე თქმით, ბაზრებზე დესტაბილიზაცია სისტემური შეცდომების შედეგია.
„მსოფლიოზე ბატონობა - ეს სწორედ ის არის, რაზეც ე.წ. დასავლეთმა თავის თამაშში ფსონი დადო, მაგრამ ეს თამაში საშიშია, სისხლიანია და ბინძურია“, - დასძინა რუსმა დიქტატორმა.
მისი თქმით, დასავლეთის პოლიტიკა უგულებელყოფს ქვეყნებისა და ხალხების დამოუკიდებლობას.