png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება - დმიტრო კულება

  • მსოფლიო
  • 29.10.2022
  • 13:09
ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, ურომ უკრაინაში მიმდინარე ომს რომელიმე სხვა ქვეყნის ომთან არ შეადარებს, რათა ომის ხანგრძლივობა განსაზღვროს.

„სინამდვილეში, ეს ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინის გამარჯვებას დასჭირდება, რომელიც აუცილებლად დადგება“, - თქვა კულებამ ТСН-თან ინტერვიუში.

კულებამ უკრაინელებს მოუწოდა, მზად იყვნენ იმისთვის, რომ გამარჯვებას დრო დასჭირდება. რამდენი იქნება ეს დრო - კვირა, თვე, ნახევარი წელი, წელიწადი, უცნობია. ამიტომ მისი თქმით, არ ღირს დედლაინების შედგენა „ზამთრამდე“ ან „გაზაფხულამდე“.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა სრულმასტაბიანი ომის პირველივე კვირას მედგარი წინააღმდეგობა აჩვენეს, სხვა ქვეყნებმაც ირწმუნეს მათი. მანამდე კი მსოფლიოში ბევრი ფიქრობდა, რომ უკრაინა რუსეთის შეტევას რამდენიმე დღეც ვერ გაუძლებდა.

კულება დარწმუნებული იყო, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული ძალების დანაკარგი 10 ათასს გადააჭარბებდა, რუსეთი გაჩერდებოდა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ შეცდა და რომ პუტინი არ უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს.

 „მიაქციეთ ყურადღება, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერების განცხადებებს, ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ უკრაინის დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება. ომის დასაწყისში, პირველ თვეებში ასეთი განცხადებები არ ყოფილა“, - განაცხადა კულებამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge