რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას არ წყვეტს, არამედ მხოლოდ აჩერებს - პუტინი
- მსოფლიო
- 01.11.2022
- 10:17
რუსეთი არ წყვეტს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას, არამედ მხოლოდ აჩერებს, – ამის შესახებ სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ ამ ოპერაციაში მონაწილეობას, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მის მუშაობაში, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელი ვართ. მაშინ, ჩაატარონ მათ მუშაობა უკრაინასთან და უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისთვის და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, – განაცხადა პუტინმა.
გასულ შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს საზღვაო დერეფნის უსაფრთხოება, რომლითაც მარცვლეულის ექსპორტი ხდება.