png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც უკრაინის სიცოცხლის სურვილს მოკლავენ - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 01.11.2022
  • 11:42
რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც უკრაინის სიცოცხლის სურვილს მოკლავენ - ზელენსკი

რუსეთს არ აქვს ისეთი რაკეტები, რომლებიც უკრაინის სიცოცხლის სურვილს მოკლავენ, რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას ვერც არმიით და ვერც ტერორით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში წყლისა და ენერგომომარაგების აღსადგენად. ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

„დღეს ძალიან კარგად იმუშავებს ჩვენმა საჰაერო ძალებმა და ყველამ, ვინც ჩართულია ცის დაცვაში. ტერორისტების მიერ სამიზნეებად განსაზღვრული ობიექტების უმეტესობის გადარჩენა მოხერხდა. მხოლოდ ამ დილით ტერორისტებმა მასირებული დარტყმისთვის 55 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს, საიდანაც 45 ჩამოგდებულია.

ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას. თუმცა ახლაც ტერორისტებს უწევთ სულ მცირე ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა, რათა მიზანს მოახვედრონ. კიდევ უფრო ცუდი მაჩვენებელია დრონებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანიდან მათი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ დრონებთან. ამას ხედავს მსოფლიო. ვხედავთ, რომ „მსოფლიოს მეორე არმია“ უკვე თავისი ეფექტიანობით ოცდამეორეც აღარ არის. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან მეორე ასეულში გადაინაცვლოს. ეს ასე იქნება. რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც უკრაინის სიცოცხლის სუვილს მოკლავენ, ცივილიზებულად ცხოვრების და ერთმანეთზე ზრუნვის სურვილს. ვერც არმიით, ვერც ტერორით რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge