png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ისევე როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების, მისი პრობლემა იყო ერთპიროვნული მმართველობა - იაგო ხვიჩია

  • პოლიტიკა
  • 04.11.2022
  • 15:09
ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ისევე როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების, მისი პრობლემა იყო ერთპიროვნული მმართველობა - იაგო ხვიჩია

ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა.

"მე ზოგადად ეს ტერმინი [ოლიგარქი] არ მომწონს, არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება რუსეთში კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში ჰქონდეს რაღაც კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, კონტექსტი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძე და ა.შ, არც ერთი ეს ხალხი არ იყო მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქი, მაგრამ პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის მაშინაც გაგვაჩნდა და ახლაც გაგვაჩნია, ამიტომ არასწორი სახელის შერქმევა ამ პრობლემაზე, ოლიგარქის შერქმევა, არასწორია - ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას მოსაგვარებელია, მათ შორის ქართული ოცნებისაც", - თქვა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე აქვს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ხელისუფლებაზე და ზოგადად, მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც ამ ხელისუფლების არის ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რა, არ იცით თქვენ რომ ეს ასეა? არ იცის ამომრჩეველმა როცა არჩევნები ტარდება, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია? რა, მას არ აძლევენ ხმას? შესაბამისად, ვაკრიტიკოთ ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, არასწორია ჩემი აზრით. ჩვენ თუ გამარჯვება გვინდა, მაშინ უნდა შევქმნათ იდეა, რომელიც ივანიშვილის იდეას, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, აჯობებს", - თქვა ხვიჩიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge