png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენს წინააღმდეგ შეშლილი ნაცისტი ნარკომანები და დასავლეთის ძაღლების დიდი ხროვაა. მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ შევიძინეთ წმინდა ძალა - მედვედევი

  • პოლიტიკა
  • 04.11.2022
  • 15:29
ჩვენს წინააღმდეგ შეშლილი ნაცისტი ნარკომანები და დასავლეთის ძაღლების დიდი ხროვაა. მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ შევიძინეთ წმინდა ძალა - მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი საკუთარი ისტორიული მიწების დასაცავად იბრძვის.

რუსეთის ეროვნული ერთიანობის დღეს საკუთარ Telegram-ზე მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინაში რუსეთის ომი ეშმაკთან გამართულ საღვთო ბრძოლად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ყველა თავისი მტრის ცეცხლოვან გეენაში გაგზავნა შეუძლია. 

"რისთვის ვიბრძვით? რუსეთი დიდი და მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი ტერიტორიები, ჩვენიც საკმარისი გვაქვს. მაგრამ არის ჩვენი მიწა, რომელიც ჩვენთვის წმინდაა, სადაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და სადაც დღეს ცხოვრობს ჩვენი ხალხი. და მას არავის მივცემთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს. ვიბრძვით ყველა ჩვენიანისთვის, ჩვენი ათასწლოვანი ისტორიისთვის.

ვინ იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ? ჩვენ ვიბრძვით ყველას წინააღმდეგ, ვისაც ვძულვართ, ვინც კრძალავს ჩვენს ენას, ჩვენს ფასეულობებსა და ჩვენს რწმენასაც კი, ვინც ავრცელებს სიძულვილს ჩვენი სამშობლოს ისტორიის მიმართ.

ჩვენს წინააღმდეგ დღეს მომაკვდავი სამყაროს ნაწილია. შეშლილი ნაცისტი ნარკომანები, მათ მიერ დაშინებული ხალხი და დასავლეთის ძაღლების დიდი ხროვა. მათ არ აქვთ რწმენა და იდეალები, გარდა გამოგონილი უხამსი ჩვევებისა და ჩანერგილი ორმაგი აზროვნების სტანდარტებისა, რომლებიც ადამიანურ ზნეობას უარყოფენ. შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ შევიძინეთ წმინდა ძალა", - წერს მედვედევი.

ძვის ჩვენს წინააღმდეგ? ჩვენ ვიბრძვით ყველას წინააღმდეგ, ვისაც ვძულვართ, ვინც კრძალავს ჩვენს ენას, ჩვენს ფასეულობებსა და ჩვენს რწმენასაც კი, ვინც ავრცელებს სიძულვილს ჩვენი სამშობლოს ისტორიის მიმართ.

მისი თქმით, რუსეთს ყველა მტრის ცეცხლოვან გეენაში გაგზავნა შეუძლია. ამასთან, მედვედევი ვარაუდობს, რომ ომის შედეგად, " დამპალი მსოფლიო წესრიგი დაიშლება" და ქვეშ მოიყოლიებს "ყველა ამპარტავანი ქურუმს, სისხლისმსმელი ადეპტს, დამცინავი მსახურსა და უსიტყვო მანქურთს".

„გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს - სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება! “ - აღნიშნავს მედვედევი.

მისი თქმით, რუსეთის მთავარი ამოცანაა "შეაჩეროს ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველი".

"ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით მათ. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანი ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერებაა. არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს გამოიყენებს ის - სატანა, ლუციფერი თუ იბლისი. მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა", - წერს მედვედევი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge