პუტინის განცხადებით, ხერსონიდან მოსახლეობა უნდა გაიყვანონ
- მსოფლიო
- 04.11.2022
- 19:25
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განხორცილედეს. მისი თქმით, ხერსონი ახლა ყველაზე საშიში მოქმედებების ზონაა.
„ახლა ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობენ, ყველაზე საშიში მოქმედებების ზონიდან უნდა გაიყვანონ. მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ცეცხლის გახსნის გამო, რამე შეტევითი ან კონტრშეტევითი და სხვა სახის ღონისძიებებისგან, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ხელისუფლებამ ანექსირებული ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანა ოქტომბრის დასაწყისიდან დაიწყო. უკრაინის ხელისუფლება ფაქტს მოსახლეობის იძულებით დეპორტაციად აფასებს, რაც ომის დანაშაულია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200