primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

კეზერაშვილი მელიაზე იყრის ჯავრს და მის ჩასაძირად ელენეს და ზურას იყენებს თავისი მეორე ჯუჯალარის - გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ - თამარ ჩერგოლეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.11.2022
  • 11:54
კეზერაშვილი მელიაზე იყრის ჯავრს და მის ჩასაძირად ელენეს და ზურას იყენებს თავისი მეორე ჯუჯალარის - გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ - თამარ ჩერგოლეიშვილი

გუშინ, რამდენიმე წესიერმა ადამიანმა გულწრფელად მკითხა, ზურა ჯაფარიძე რომ ოპოზიციის ერთიანობისთვის იბრძვის და "შუას გაკრეფა" უნდა, რატომ დასცინითო და მინდა რომ ავხსნა - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკზე" წერს:

"გუშინ, რამდენიმე წესიერმა ადამიანმა გულწრფელად მკითხა, ზურა ჯაფარიძე რომ ოპოზიციის ერთიანობისთვის იბრძვის და „შუას გაკრეფა“ უნდა, რატომ დასცინითო და მინდა რომ ავხსნა.
აქ რასაც დავწერ, ვიღაცას შეიძლება დიდ საიდუმლოდ მოეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი, რასაც დავწერ, საჯაროდ ხდებოდა, ან საჯაროდაა ნათქვამი და თქვენც შეგიძლიათ წერტილების შეერთება და გადამოწმება, რასაც ვყვები, იმის.
ჩემი დაკვირვებით:
- არანაირი დიდი ერთობა არ იქმნება - გიორგი ვაშაძემ მიიერთა ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ზუსტად ისე, როგორც 2021 წელს მელიამ - პირველადი მოტივაცია არის 5 პროცენტიანი ბარიერი.
- თვალთმაქცურ მტკიცებას, რომ ტროიკას (ასე დავუძახებ) მოტივი მთელი ოპოზიციის გაერთიანებაა მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს - იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან და კეზერაშვილი ვერ მართავს.
- შარშან თუ მთავარი სამიზნე ბოკერია იყო, ახლა მთავარი სამიზნე მელიაა - ტროიკის და ტელემედიის გამოყენებით, კეზერაშვილი მელიას ჩაძირვას ცდილობს.
- თუ ეჭვი გეპარებათ კვესიტაძის და მელიას ეთერს შეხედეთ, კვესიტაძის საქციელს დააკვირდით - ერთიანობაო და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ძირავდა ერთიანობის სახელით.
მერე ისიც გაითვალისწინეთ რომ მთავარ არხზე ფინანსური კრიზისია და ოთხი თვეა ხელფასები არ აუღიათ.
- ასევე გაიხსენეთ ისიც, რომ ტროიკამდე კეზერაშვილი და მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
- ღია დაპირისპირებას წინ უძღვოდა ენმ-ის ბორდიდან კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმა ჩიქოვანის გამოგდება მელიას მიერ.
- საგულისხმოა, რომ დიმა ჩიქოვანი 2020 წელს გიორგი ვაშაძის პარტიის ბორდზეც იყო - ვისაც დიდ ფულს აძლევს კეზერაშვილი, თან ცოლისძმას აყოლებს. ევროპულ საქართველოში არ სჭირდებოდა, გიგი ყავდა თავის ფეხად.
- ანუ თუ 2021 წელს ზურა ჯაფარიძის და ელენეს მელიაზე მიერთება კეზერაშვილმა გამოიყენა გიგა ბოკერიას იზოლაციისთვის. ახლა მელიაზე იყრის ჯავრს და ელენეს და ზურას, მელიას ჩასაძირად იყენებს თავისი მეორე ჯუჯალარის - გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ.
რაც მოვყევი, ამაში გასამყარებლად ძალიან გამოგადგებათ კეზერაშვილთან ფინანსურად დაკავშირებული „ექსპერტების“ და „აქტივისტების“ პოსტები - ყველა ერთხმად ერჩის მელიას და ღალატში ამხელს. (ჩანხართ ხალხო - გხედავთ), ან ზურა ჯაფარიძეს და ელენეს აქებს - სწორად იქცევიან რადგან ქოცები მათ დაუპირისპირდნენო (სასაცილო ისაა, რომ ქოცები მაინც ბოკერიას ტენიან ზურა ჯაფარიძეზე წინ, მაგრამ ჭიაბერაშვილმა ეს რომ დაინახოს, კეზერაშვილს ნარატივი დაეშლება და ვერ ხედავს).
- თუ მელია ნაცებიდან გააგდეს, ნაცებში თავმჯდომარედ კეზერაშვილის მორჩილს დანიშნავენ, რომელიც გიორგი ვაშაძეს შეუერთებს პარტიას და კეზერაშვილის ქვეშ გააერთიანებს ნაცებს.  (ამოცანა ესაა მაგრამ რა გამოუვათ ცალკე საკითხია - მიშამ შეიძლება დამასტოს მელიას გაწევა, თუ უფრო დიდი საფრთხე არ დაინახა, ბოლობოლო მელიაზე ეჭვიანობის გამო ჩახტა კონტეინერში)
მელია ცხადია ყველაფრის ღირსია, უბრალოდ მე მიმაჩნია რომ ჩრდილოვანი პროცესი ამ ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა ჭაობში სძირავს და ამ პროცესის მხილება ეროვნულ ამოცანად მიმაჩნია.
ანუ, ჩემი მყარი ვარაუდით, ზურა არაფერს არ აერთიანებს - კეზერაშვილი აერთიანებს თავისი გავლენის ქვეშ ყველაფერს, რაშიც ფული დაუხარჯავს.
ამას ემსახურება კეზერაშვილის მართული მედიაც.
ზომბი ჟურნალისტები, კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ ბოლშევიკებივით - მაგალითად, იმ დღეს ერთი გიგას სერიოზულად უმტკიცებდა რომ 2003 წელს ცვლილება ერთიანობით მიიღწა.
ეს არის ტყუილი და მე არ მჯერა, რომ წერა-კითხვის მცოდნე ჟურნალისტს ამის გადამოწმება არ შეუძლია.
უბრალოდ არ ანაღვლებს გადამოწმება - ისტორია ყალბდება იმის სასარგებლოდ, ვინც ფულს იხდის.
არანაირი ერთიანობა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე არ ყოფილა - ეს არის დიდი ტყუილი. ყველა პარტია იბრძოდა ცალ-ცალკე. ჟვანია და მიშა ხოცავდნენ ერთმანეთს (მახსოვს კიდეც ჟვანიასთან ბოლო ლაპარაკი - მაგან უკვე თავისი ძალა დაინახა და მე არაფერს აღარ „მიჯერებსო“ ასე მითხრა და თან ჩაის ხვრეპდა).
ცალ-ცალკე ძალიან დიდი უპირატესობით 3:1 მოუგეს შევარდნაძე/აბაშიძეს - თბილისშიც 3:1 მოუგეს (ჯერ ჩვენ ასე ბიძინასთვის არ მოგვიგია), შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა და აი მაგის შემდეგ დადგნენ სააკაშვილი - ჟვანია - ბურჯანაძე ერთად, მანამდე არ მდგარან. დანარჩენებმა - შალვა ნათელაშვილმა, ახალმა მემარჯვენეებმა და სხვებმა შევარდნაძე დამასტეს და ფაქტობრივად ხარაკირი გაიკეთეს.
უპასუხისმგებლო არაპროფესიონალები არიან ჟურნალისტები, რომლებიც ისტორიას გიყალბებენ - ასე  იქცეოდნენ ბოლშევიკები. ასე ხდება როცა პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და სამოქალაქო აქტივისტებს ერთი ხელი აფინანსებს, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები აქვთ - ისტორია და ფაქტები ყალბდება დამფინანსებლის სასარგებლოდ და საჯარო ინტერესი ზიანდება.
--------
ტოქსიკურია ყველა პროცესი, სადაც თამაშის წესებზე შეთანხმება ვერ ხდება.
ჩვენ შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსი გვქონდეს და მაინც შევძლოთ თანამშრომლობა, თუ თამაშის წესებს არ ვარღვევთ.
მაგრამ თუ საერთო თამაშის წესებით არ ვიმოქმედეთ - რომელზეც შევთანხმდებით, პროცესი განწირულია.
თამაშის წესებზე შეთანხმება ვერ მოხდება ვერცერთ პროცესში, რომელიც ჩრდილიდან იმართება
თამაშის წესი უკვე დაირღვა, როდესაც სამი პარტია გაერთიანდა, დანარჩენები ფაქტის წინაშე დააყენეს და ვისაც კითხვები გაგვიჩნდა ამ პროცესთან - ერთიანობის დამრღვევებად გამოგვაცხადეს.
ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, ამ პროცესში შეიძლება რაღაც იშოვოს - მაგალითად ფული.
ვისაც დასაკარგი აქვს - მაგალითად ჩვენსავით, ამომრჩეველთან ნდობის აღდგენაზე მუშაობს -
ფრთხილად იყავით, კაცმა არ იცის სად აღმოჩნდებით და რა მოუნდება თქვენს ჩრდილოვან მმართველს (ჩვენი გამოცდილება გაითვალისწინეთ) და როგორ შერცხვებით.
როდესაც 2003 წლის 2 ნოემბრის მსგავს უპირატესობას მოიპოვებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილთან - ივანიშვილის დამარცხების პროცესი დაიწყება და ამ პროცესში, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც სწორ პოზიციას დაიკავებს, იმიტომ რომ პროცესის მმართველი ბევრი ხალხი იქნება და ჩვენ შევეცდებით ფორმაში ვიყოთ, რომ იოლად, ფულის შანტაჟით არ გაგვწიონ პროცესიდან.
იქამდე - ტოქსიკურ გაერთიანებებს მოვერიდებით და მხოლოდ მათთან ვითანამშრომლებთ, ვინც ჩრდილიდან არ იმართება.
და კიდევ ერთი - ჩრდილოვან მართვაზე თანხმობაა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და არა რაღაც ყალბ გაერთიანებებში მონაწილეობაზე უარის თქმა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge