png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებები შეაქვთ ფოტიგებს, კუბილიუსებს, გრეგოროვას, ხელმოცარულ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში 1% მხარდაჭერაც არ აქვთ - ზარქუა

  • კომენტარები
  • 07.11.2022
  • 15:20
ევროპარლამენტის რეზოლუციაში შესწორებები შეაქვთ ფოტიგებს, კუბილიუსებს, გრეგოროვას, ხელმოცარულ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში 1% მხარდაჭერაც არ აქვთ  - ზარქუა

ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაში შესწორებები შევიდა, რომლის ავტორები არიან ქალბატონი რასა, ბატონი კუბილიუსი, ფოტიგა და ძმანი და დანი მათნი. შესწორებებია, თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები და ხელისუფლება დევნის პოლიტიკოსებს, მაგალითად, კეზერაშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„კეზერაშვილი თურმე იდევნება უსამართლოდ, არ მოუპარავს მილიონები, არ გაუძარცვავს ჩვენი ჯარისკაცები, თითქოს ეს ადამიანი არის გულწრფელი, კეთილშობილი და დევნის საქართველოს ხელისუფლება. ასეთი შესწორებებია შესული, ეს შესწორებები შეაქვთ ფასიან ლობისტებს და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს საგარეო ფრონტზე, ევროპარლამენტში – ფოტიგები, კუბილიუსები, მარკეტაც არის მგონი გრეგოროვა, ასეთი ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომლებსაც თავის ქვეყნებში ერთი პროცენტი მხარდაჭერაც არ აქვთ. როგორც ჩვენთან გიჟი ჯაფარა დარბის მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტიგენტის ხალხზე გვაქვს საუბარი, უბრალოდ არიან იქ, სადაც არიან, რაღაც პერიოდით და შემდეგი ვადით ან იქნებიან, ან არა. სავარაუდოდ, არ იქნებიან, რადგან ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი უსამართლობით შეუძლებელია, ისინი კვლავ მოხვდნენ ევროპარლამენტის წიაღში“, – განაცხადა ზარქუამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge