primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ენმ-მ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 07.11.2022
  • 18:43
ენმ-მ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან - კახა ოქრიაშვილი

დღეს პოლიტიკურ სივრცეში ითვლება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, „ქართული ოცნება“ და ყველა დანარჩენი პარტია ოპოზიციურია. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურია, მაგრამ რეალურად, ყოველდღიური საპარლამენტო და არასაპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი „ოცნების“ მოკავშირეები არიან, - აცხადებს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, ან  პიროვნულად შევეხო, მაგრამ ელისაშვილის „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“ და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული რამდენიმე ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოკავშირეები არიან. მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ხალხი ამბობს, ოპოზიციონერები ვართო - თუ მმართველი პარტიის მოკავშირე ხარ, მაშინ როგორ ხარ ოპოზიციონერი?!

მომავალ არჩევნებში, ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მთავარი ამოცანაა, არ მოტყუვდეს და ხმა იმ პარტიებს არ მისცეს, ვინც რეალურად ოპოზიციური ხმებით მოპოვებულ მანდატებს „ქართული ოცნების“ კალათაში მიიტანენ! 

რა უნდა გაკეთდეს: თითოეულმა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა განაცხადოს, თუ გნებავთ, დაიფიცოს, რომ არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ მთავრობას, რადგან მომავალი მთავრობა ყველა ვარიანტში კოალიციური იქნება!

ეს ყველამ უნდა დააფიქსიროს, რადგან ისე არ აღმოჩნდეს, როგორც წარსულში - როცა „გირჩმა“ მოიპოვა ოთხი მანდატი, უცებ, ორ პარტიად გაიყო და ნაწილი „ოცნების“ მოკავშირე გახდა, ხოლო  „გირჩი - მეტი თავისუფლება“ პარლამენტსგარეთ დარჩა. რა გარანტია გვაქვს, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ისევ 4 მანდატს არ აიღებს, მაგრამ ზურა ჯაფარიძე ისევ გარეთ არ დარჩება?! ან რა გარანტია გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ისევ არ მოხვდებიან ადამიანები,  ვინც დატოვებენ პარტიას და კვლავ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში აღმოჩნდებიან?!  

რადგან არ გვაქვს გარანტია, მთავარი ამოცანაა, რომ ამ საკითხებს ამომრჩეველმაც და პოლიტიკურმა  სპექტრმაც ყურადღება მიაქციოს!  ყველა პარტიამ და პოლიტიკოსმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს, ითანამშრომლებს თუ არა მომავალში „ქართულ ოცნებასთან“, მის მიერ მოპოვებული მანდატების დამატებით, თუ შექმნის კოალიციას ახალ პროდასავლურ მთავრობასთან. თუმცა აქვე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და გააკეთოს ანალიზი - დაუჯერებს თუ არა კონკრეტულ პარტიებს და პერსონებს.

მიმაჩნია, რომ  ყველა პარტია, მით უმეტეს, მსხვილი, უნდა ეცადოს და დამოუკიდებლად მოიპოვოს საპარლამენტო მანდატები. ეს განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი დროა, ჩემი ვარაუდით, 5 %-იან ბარიერს გადალახავს ორი დიდი პარტია, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო“ და გადალახვის შანსი, როგორც ერთად, ისე  ცალ-ცალკე, აქვთ „გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს, ხოშტარიას „დროა“-ს და ვაშაძის „სტრატეგია“-ს.  - ამბობს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge