მოსახლეობის 72%-ს მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს - IRI
- საზოგადოება
- 07.11.2022
- 19:43
IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 72% სურს, მომავალ არჩევნებში ახალი პოლიტიკური პარტიები იხილოს.
22% კმაყოფილია პოლიტიკური პარტიების ამჟამინდელი არჩევანით, 7%-მა კი პასუხის გაცემა არ ისურვა.
IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200