ზელენსკი G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
- მსოფლიო
- 08.11.2022
- 16:22
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი ინდონეზიაში, G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის პრესსპიკერის სერჰი ნიკიფოროვის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს იქნება ონლაინ-ფრომატი.
"დიდი ოცეულის" სამიტი წელს ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს იმართება. უკრაინა იქ მოწვეული ქვეყნის სტატუსით იქნება.
სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან, მიწვეულია პუტინიც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩავა თუ არა ის კუნძულ ბალიზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200