აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე უკრაინა ამ ომში არ გაიმარჯვებს - ლინდა თომას-გრინფილდი
- მსოფლიო
- 08.11.2022
- 20:47
გაეროში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა, რომელიც უკრაინას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია, განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია და მანამდე გაგრძელდება, ვიდრე უკრაინა ამ ომში არ გაიმარჯვებს
„ჩვენ ერთიანები ვიყავით პირველივე დღიდან და ამ ერთობაში ვერანაირ ბზარს ვერ ვხედავთ. ევროპა ერთიანია, ნატო ერთიანია. აშშ-ში ორივე პარტია მხარს უჭერს უკრაინას“, - თქვა გრინფილდმა.
„ჩვენი მხარდაჭრა ურყევია და ჩვენ ვიქნებით ერთიანები მანამდე, ვიდრე უკრაინა ამ ომში არ გაიმარჯვებს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარს უკრაინიდან“, - განუცხადა მან CNN-ს.
შეკითხვაზე მოუწოდა თუ არა ვაშინგტონმა უკრაინის ხელისუფლებას აჩვენოს მზადყოფნა რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია მკაფიოა: „არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინა არ ქნება მთავარი. არანაირი მოლაპარაკება უკრაინაზე უკრაინის გარეშე“.
„მათ {უკრაინის ხელისუფლებამ} უნდა განსაზღვროს როდის იქნება მზად ამ მოლაპარაკებისთვის - საერთაშორისო საზოგადოების მხადაჭერითა და {გაეროს} დადგენილების შესაბამისად, რომელიც რუსეთმა დაარღვია“, - თქვა გრინფილდმა.