png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა

  • მსოფლიო
  • 09.11.2022
  • 21:05
შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთუარის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

„მიმდინარე სიტუაციის ყოვლისმომცველი შეფასებით, გთავაზობთ, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავებას თავდასაცავად. მესმის, რომ ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნებთ, ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენი სამხედროებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების ბრძოლიუნარიანობას, რომელთა დაყოვნებაც მარჯვენა სანაპიროზე უპერსპექტივოა“, – მიმართა შოიგუს სუროვიკინმა.

"დაიწყეთ ჯარების გაყვანით და მიიღეთ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოთ პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გადაყვანა მდინარე დნეპრის გავლით", - თქვა შოიგუმ.

სუროვიკინის ინფორმაციით, ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის პროცესი უახლოეს დროში დასრულდება.

რუსული ჯარების მიერ ხერსონის დატოვებას მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს სრული გათავისუფლება მოჰყვება.

 ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომელიც ომის დაწყების დღიდან რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge