png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ენმ-ს გადახალისება სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მოკლე დროში - ლევან ხაბეიშვილი

  • კომენტარები
  • 10.11.2022
  • 12:06
ენმ-ს გადახალისება სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მოკლე დროში - ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი შიდაპარტიული არჩევნების მომხრეა და აცხადებს, რომ ენმ-ს გადახალისება სჭირდება.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მოკლე დროში.

"ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს ამომრჩეველს. ყველანაირი დაპირისპირება და გაუგებრობა ჩემთვის არის მიუღებელი. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად და უნდა უზრუნველვყოთ ისეთ პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს რუს ოლიგარქს. პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 80% ემხრობა თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს. ჩვენი საკრებულოს წევრების, მათ შორის დედაქალაქის და რაიონების, უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის"- თქვა მან.

ხაბეიშვილის თქმით, თავად პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. მისივე შეფასებით, თავმჯდომარეების ცვლილება პარტიის სისუსტეზე არ მეტყველებს.

"არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს. მოვუწოდებ ყველა ლიდერს და ენმ-სთან დაკავშირებულ ადამიანს - მე ვარ მომხრე განახლების და მომხრე ვარ ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, პარტიის თავმჯდომარეები მოდიან, ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს"- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

არჩევნების ჩატარებაზე ნიკა მელიამ თანხმობა განაცხადა - ამის შესახებ მან დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების დეტალებზე პარტია იმსჯელებს. რაც შეეხება თანაგუნდელების განცხადებას, მელია ამბობს, რომ მათ "ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge