primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

  • პოლიტიკა
  • 03.03.2016
  • 12:28
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

მიმდინარე წლის 3 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში მოცემულია შეფასებები 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკული დანაშაული წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

აღნიშნული ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ანგარიშის თანახმად:

2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ამოიღო რეკორდული რაოდენობის 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი;

2015 წლის პირველ ათ თვეში უკანონო ნარკოტიკების ამოღების მნიშვნელოვანი ოპერაციის შედეგად, ამოიღეს 37 კილოგრამი (კგ) კოკაინი და 60 კილოგრამი

(კგ) ამფეტამინი;

ნარკომარშრუტების მეთვალყურეობის მიზნით, 2014 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა სპეციალური ანალიტიკური დანაყოფი, რომელმაც თბილისის აეროპორტში ამოღების მრავალ ოპერაციაში შეიტანა წვლილი;

2015 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ანტიტერორისტულ დანაყოფებს ჩაუტარდათ ტრენინგი, მათ შორის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებსა და ანალიტიკურ შესაძლებლობებში, ასევე, საქართველოს საბაჟო მომსახურებასთან გაფართოებული თანამშრომლობის საკითხებში;

2015 წლის სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა ორწლიანი პროექტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის გასავითარებლად;

2015 წლის მნიშვნელოვან მოვლენას განეკუთვნება კიდევ ორი ქართველი პოლიციის ატაშეს წარგზავნა გერმანიასა და ესპანეთში. უახლოეს მომავალში იგეგმება პოლიციის ატაშეების წარგზავნა პოლონეთში, ყაზახეთსა და იტალიაში; ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, 2015 წელს პოზიტიური საჯარო მესიჯების საშუალებით გაძლიერდა კამპანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშესაწყობად; ნოემბერში საქართველომ შექმნა ნარკოტიკების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპის მონიტორინგის ცენტრთან ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს; საქართველო ასევე იყენებს აშშ–ს მიერ განვითარებულ სასწავლო გეგმას ნარკოტიკების მომხმარებელთა თერაპიაში ჩართულ პერსონალთა ტრეინინგებისა და პროფესიონალიზაციის მხარდასაჭერად. პროგრამა ქმნის ადგილობრივი ტრენერების შტატს, რომელიც სწავლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge