png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს

  • საზოგადოება
  • 14.11.2022
  • 17:40
 „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები თერაპიულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებებს უსასყიდლოდ იღებენ. ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მათი ნაწილი,  განსაკუთრებული საჭიროებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობს. ბავშვების კომფორტული ტრანსპორტირებისთვის ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, რომლის სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე უკვე მეორე წელია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს.

დღის ცენტრის მიკროავტობუსი სპეციალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს ბენეფიციარების ყოველდღიურ ტრანსპორტირებას, როგორც დღის ცენტრამდე და სახლში, ისე სხვადასხვა ღონისძიებასა და გასვლით აქტივობაზე. გარდა ამისა, დღის ცენტრის მომსახურება ორჯერად კვებასაც მოიცავს და საკვების ტრანსპორტირებაც ამავე მიკროავტობუსით ხდება.


გუჩი თავხელიძე, „პირველი ნაბიჯის“ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი: „მიკროავტობუსით ყოველდღიურად 20-ამდე ბავშვი მოგვყავს დღის ცენტრში. ამ ბავშვებისთვის გამართული ტრანსპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, პირადი ტრანსპორტის შესაძლებლობაც არ აქვთ. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით მუდმივად გვყავს გამართული ტრანსპორტი და იმის ცოდნა, რომ ბავშვები ყოველდღიურად უსაფრთხოდ და უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

პარტნიორობის ფარგლებში, „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ „პირველი ნაბიჯის“ მიკროავტობუსის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერ მომსახურებას უზრუნველყოფს. ბავშვებისთვის განკუთვნილ ტრანსპორტს საჭირო მომსახურებას პროფესიონალი მექანიკოსები თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ, ევროპული სტანდარტის სერვისცენტრში უწევენ.

თამარ კიკნაძე, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვის, თუ არა ჩვენ, „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“, უნდა ეზრუნა „პირველი ნაბიჯის“ მიკროავტობუსის გამართულობასა და ბენეფიციარების უსაფრთხო გადაადგილებაზე. როგორც კი ორგანიზაციის საჭიროების შესახებ გავიგეთ, მაშინვე ვიგრძენით ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენს სერვისცენტრებში სრულიად უსასყიდლო მომსახურება შევთავაზეთ, რაც, თავის მხრივ,  უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. გვიხარია, რომ ამ ქმედებით წვლილი შეგვაქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციაში“.

მიკროავტობუსი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანიის შესაბამისად, მთავარი მესიჯით - „ზრუნვა ცვლის სამყაროს“ - გაფორმდა, იმის შესახსენებლად, რომ ხშირად სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთი ადამიანის მცირედი მონდომებაც კი საკმარისია.

ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ ერთი წლის წინათ შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ პლატფორმას tegeta.care, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი ორგანიზაციის შერჩევა, დონაციის მარტივად გაკეთება და ასე ზრუნვა ბავშვებზე, მოხუცებზე, განათლებაზე, ცხოველებზე, გარემოსა და სიცოცხლეზე.

---

Tegeta Truck and Bus: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და  ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს.  Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად  გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.

კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge