png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კიდურების მოკვეთა და საჯაროდ სიკვდილით დასჯა - თალიბები აწესებენ სასჯელს შარიათის კანონების მიხედვით

  • მსოფლიო
  • 15.11.2022
  • 12:04
კიდურების მოკვეთა და საჯაროდ სიკვდილით დასჯა -  თალიბები აწესებენ სასჯელს შარიათის კანონების მიხედვით

თალიბების ლიდერმა ჰაიბათულა აჰუნძადამ ავღანეთის მოსამართლეებს უბრძანა შემოიღონ სასჯელი შარიათის კანონების შესაბამისად. მისი მოთხოვნით,  ძარცვაში, ადამიანების გატაცებასა და ამბოხისკენ წაქეზებაში ბრალდებულები  საჯაროდ უნდა დაისაჯონ კიდურების მოკვეთითა და ჩაქოლვით. იუწყება BBC.

თალიბების პრეს-მდივანმა ზაბუჰულა მუჯაჰიდმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ მოსამრთლეებს მიეცათ დავალება გამოავლინონ დანაშაულის ელემენტებში წმინდა ისლამური კანონების დარღვევის ნიშნები. ეს განსაკუთრებით ეხებათ ქურდებს, გამტაცებლებსა და მემბოხეებს.

არსებითად, თალიბებს ახალი არაფერი შემოაქვთ, მხოლოდ უბრუნდებიან ძველ პრაქტიკას, რომელიც 1996-2001 წლებში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამკვიდრეს. იმ წლებშივე მათ შემოიღეს საჯაროდ, სისასტიკით სიკვდილით დასჯა.

სწორედ ამის გამო მათ ზურგი შეაქცია  ბევრმა ავღანელმა, რომელბიც საერთო ჯამში ყოველთვის შარიათის კანონებს ემხრობოდნენ.

გასული წლის აგვისტოში ავღანეთიდან ნატო-ს ძალების გასვლისა და ხელისუფლებში დაბრუნების შემდეგ,   თალიბებმა ზომიერი მმართველობის პირობა დადეს. მაგრამ ამის მიუხედავად, სასტიკად ახშობენ თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებს.

გასულ კვირას მათ ქალებს ქაბულის პარკებში შესვლა აუკრძალეს, რაც საზოგადოებრივი ცხოვრებისგან ქალების უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს.

ასევე დედაქალაქის მაცხოვრებელ ქალებს გასული კვირიდან ეკრძალებათ საზოგადოებრივ აბანოებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა, იმის მიუხედავად, რომ ამ დაწესებულებებში შესასვლელი გენდერული ნიშნით გაყოფილია.

ამიერიდან, ავღანელი ქალებისთვის ეს ადგილები სრულად მიუწვდომელია. სრულ აკრძალვას თალიბები იმით ხსნიან, რომ ქალების ყოფნა მსგავს ადგილებში ისლამის კანონებს არ შეესაბამება.

ქალებს ეკრძალებათ შორეული მოგზაურობა მამაკაცის თანხლების გარეშე.

მოზარდ გოგონებს ქვეყნის უმეტეს ნაწილში სკოლებში სწავლა ისევ აკრძალული აქვთ, „თალიბანის“ დაპირების მიუხედავად, რომ მათ განათლების უფლებას მისცემდა.

მხოლოდ მცირე რაოდენობით ქალი აგრძელებს მუშაობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. უმეტესობა, თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სამსახურში აღარ დაბრუნებულა.

თალიბებმა მაისში გამოსცეს განკარგულება, რომლის თანახმად, ავღანელ ქალებს ეკრძალებათ ქუჩაში დაუფარავი სახით გამოსვლა.

ქაბულში ქალები რამდენჯერმე გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე თავიანთი უფლებების დასაცავად, თუმცა „თალიბანი“ ბევრ მათგანს სასტიკად გაუსწორდა.

ავღანეთში სასტიკი ანგარიშსწორების ქვეშ ასევე ექცევიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, დასავლურ ორგანიზაციების ყოფილი თანამშრომლები და თარჯიმნები, რომლებიც ნატო-ს ჯარებთან თანმშრომლობდნენ.

საზღვარგარეთ გაყინულია მილიარდობით დოლარი ავღანური აქტივებიდან. საერთაშორისო საზოგადოება „თალიბანს“ ავღანეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში დაპირებების შესრულებას სთხოვს.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge