png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსები, როგორც ჩანს, არა აპირებენ უკრაინის დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას - პენტაგონი

  • მსოფლიო
  • 15.11.2022
  • 12:41
რუსები, როგორც ჩანს, არა აპირებენ უკრაინის დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას - პენტაგონი

ხერსონის გათავისუფლება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, თუმცა რუსები არ აპირებენ დანარჩენი  ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას, სადაც ბრძოლებია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ბრიფინგზე პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ჩვენი შეფასებით, რუსულმა ჯარმა მდინარის აღმოსავლეთ ნაპირზე გადაინაცვლა და თავდაცვითი ხაზები ააშენა“, - განაცხადა მან.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ძალები განაგრძობენ მიღწეული წარმატების გამყარებას და დაკავებულები არიან რუსების მიერ დატოვებული  ნაღმების გაწმენდით. უკრაინელები ასევე აფასებენ რუსი ოკუპანტების მიყენებულ ზარალს. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ რუსებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ხერსონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალმომარაგებასა და სხვა კომუნალურ სისტემებს.

 „რუსები, როგორც ჩანს, არ აპირებენ უკრაინის დანარჩენი ოკუპირებული ნაწილის დატოვებას და იქ, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. მაგრამ გათავისუფლებული ქალაქი ხერსონი -მნიშვნლოვანი მიღწევაა და დადასტურებაა უკრაინელი ხალხისა და მისი შეიარაღებული ძალების გამძლეობისა და სიმტკიცის თავიანთი ქვეყნისათვის ბრძოლაში“, - განაცხადა მან.  

პენტაგონში ფიქრობენ, რომ ზამთრის მოახლოებისას, უკრაიანში საბრძოლო მოქმედებების შენელებაა მოსალოდნელი. თუმცა პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, არ შენელდება აშშ-ის დახმარების ტემპი, ვინაიდან, ეს დახმარება დამოკიდებულია არა ამინდზე, არამედ იმაზე, რაც უკრაინელებს სჭირდებათ.  

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge