png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

G7-სა და ნატო-ს ლიდერებმა დაგმეს ბარბაროსული დარტყმები უკრაინაზე და პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს

  • მსოფლიო
  • 16.11.2022
  • 10:47
G7-სა და ნატო-ს ლიდერებმა დაგმეს ბარბაროსული დარტყმები უკრაინაზე და პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს

ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა ინდონეზიაში გამართული სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრის შემდეგ  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაგმეს 15 ნოემბერს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრქუტრის წინააღმდეგ ბარბაროსული სარაკეტო დარტყმები, ამასთან, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.

 „ჩვენ კვლავ გამოვხატავთ  უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევ მხარდაჭერას რუსული აგრესიის ფონზე, ასევე ვინარჩუნებთ მზადყოფნას პასუხი აგოს რუსეთმა თავისი ურცხვი თავდასხმებისთვის უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 100-მდე რაკეტა ისროლა. დარტყმის ქვეშ მოექცა ათობით ქალაქი და რაიონი. ეს იყო ყველაზე ინტენსიური სარაკეტო იერიში 10 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გამოიყენა ტაქტიკური მასირებული საჰაერო დარტყმები უკრაინის ელექტროენერგიის, წყლისა და გაზმომარაგების განადგურების მიზნით.

G7-სა და ნატო-ს ლიდერებმა ასევე გამოხატეს მზაობა ყველა შესაძლო დახმარება გაუწიონ პოლონეთს, რომლის ტარიტორიაზეც 15 ნოემბერს რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად აფეთქებები მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი. „ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ პოლონეთსა და უკრაინაში დაღუპულების ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge