ირანის უსაფრთხოების ძალებმა 9 და 14 წლის ბიჭები მოკლეს - BBC
- მსოფლიო
- 18.11.2022
- 11:43
ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა ორი მოზარდი ბიჭი მოკლეს. ინფორმაციას BBC ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მკვლელობა ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლება იზეჰში მოხდა.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, „ტერორისტულ თავდასხმას“ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
ოპოზიციურმა წყაროებმა მედიასაშუალებას უთხრეს, რომ ცეცხლი უსაფრთხოების თანამშრომლებმა გახსნეს, რის შედეგადაც 9 წლის კიან პირფალაკი და 14 წლის სეფეჰრ მაგსუდი მოკლეს.
BBC -ის ცნობით, ირანში 15 ნოემბერს, საპროტესტო აქციების დროს სულ 13 ადამიანი მოკლეს. ქვეყანაში აქციები 2019 წელს საწვავის გაძვირების გამო საპროტესტო მოძრაობის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200