png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 15:08
აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას - ღარიბაშვილი

აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

"ხომ ვერ გამახსენებდით, ძვირფასო ოპოზიციის და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო ვაშაძე, თქვენ იყავით მინისტრის მოადგილე, ადეიშვილის მოადგილე და სხვებიც, ვინც აქ არიან. აგვისტოს ომის შემდეგ, ვინმეს თუ გახსენდებათ, რომ რაიმე სახის კამპანია აწარმოეს მათ სანქციების დაწესების მიზნით. გახსენდებათ? არა. მსგავსი არ მომხდარა. ვინმეს თუ გახსენდებათ, რა რეზოლუციაზე მოაწერეს ხელი ამ ადამიანებმა ომის შემდეგ?! ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო კაპიტულანტური, მოღალატეობრივი, ანტისახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუცია და ტექსტი, რომელიც საჯარო დოკუმენტია. ვინმეს თუ გახსენდებათ, როგორ მოიქცა ყოფილი ხელისუფლება იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია, უბედურება, ომი დასრულდა, აგვისტოს ომი, დაიღუპნენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, ათასობით ადამიანი გადაადგილდა ქვეყნის შიგნით, მივიღეთ დამატებით დევნილები და ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. თან, ე.წ. მათი აღიარება. ამის შემდეგ, თუ გახსენდებათ, როგორ მოიქცნენ ეს ადამიანები, აგვისტოს ომის შემდეგ? აქ რომ საუბრობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე და გამოდიხართ რაღაც პატრიოტული ვითომ განცხადებებით, თქვენ ხართ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ, რომელმაც არაერთი სტრატეგიული ენერგოკომპანია, ობიექტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა გადასცა რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს.

თუ გახსენდებათ, როგორი პოლიტიკა აწარმოეს ომის შემდეგ? მე მახსოვს ძალიან კარგად. მათმა ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. პირადად თავად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და ეხვეწებოდა შემოსვლას. ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. არც სანქციებზე გიმუშავიათ, არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაგიცავთ, ომის შემდეგ მაქვს საუბარი. ომამდე რა გააკეთეთ და როგორ მიიყვანეთ აქამდე საქმე, ეგ ძალიან კარგად ვიცი. ომის შემდეგ, გელაპარაკებით იმაზე, რომ თქვენი ხელით გადაეცით ენერგეტიკული კომპანიები, სტრატეგიული ობიექტები, შემოიყვანეთ რუსული სახელმწიფო კომპანიები. მერაბიშვილი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე არაფორმალური მმართველი, ღიად ამბობდა ამ ტრიბუნიდან, რომ მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ცნობილი გამონათქვამია, გახსოვთ კარგად. ამის შემდეგ, ეს ადამიანები ჩვენ რა უფლებით გველაპარაკებიან საერთოდ ან ენერგოდამოუკიდებლობაზე, ან ეროვნულ ინტერესებზე, ან სანქციებზე მიერთებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge