png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.11.2022
  • 21:26
ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა - სალომე ზურაბიშვილი

შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი, - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია Globalize UK 2022-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რატომ ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი ასეთი კონფერენციის მხარდასაჭერად? ჩემი აზრით, ეს წარმოადგენს ყველაფერ იმას, რაც საქართველოს სჭირდება დღეს. პირველ რიგში, გლობალურობა. ჩვენ გვჭირდება, ვიყოთ გლობალური მსოფლიოს ნაწილი. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს სურდეს ჩვენი იზოლირება, საქართველოს უკუსვლა, მაგრამ თუ საქართველომ უნდა იარსებოს მომავალ სამყაროში, მას მოუწევს, გახდეს გლობალური მსოფლიოს ნაწილი.

ის პატარა ქვეყანაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ პატარა ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ წარმომადგენლობითი ვართ ისეთ სფეროებში, როგორიც არის მაგალითად, ღვინო, სპორტი ან კულტურა და ტექნოლოგიები. ქართველები ძალიან ინოვაციურები ვართ. მაგალითად, როდესაც ქართულ პოლიტიკაში შემოვედი, გაოცებული ვიყავი იმ ადამიანების რიცხვით, სხვათა შორის, ასაკოვანი ადამიანებით, რომლებიც მოდიოდნენ დოკუმენტებით და სხვადასხვა ინოვაციური იდეით. რასაკვირველია, ეს მხოლოდ იდეები იყო და იმ დროისთვის ამ იდეების ბიზნესად გარდაქმნის ან პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა არ იყო. ახლა სწორედ ეს ხდება მსოფლიოში, როდესაც იდეებს აქცევ რეალობად, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად და არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სფეროსი.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სფეროში საქართველო სტარტაპერია და წარმატებული სტარტაპერი. აქ გაერთიანებულია ყველა ელემენტი, რომელიც საქართველოსთვის გვჭირდება: ინოვაცია, ახალგაზრდობა, ქალები, ტექნოლოგია. გუშინ ვსაუბრობდით, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიც მაგალითად, გაზია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღვინო, ესეც ბუნებრივი რესურსია, გვაქვს ელექტროენერგია და შეგვიძლია, მეტი გვქონდეს. როგორც პატარა ქვეყანას, დიდი რაოდენობის არ გვაქვს, მაგრამ დიდი ოდენობით გვაქვს ადამიანური ძალა, ადამიანური ტვინი და სურვილი, რომ საქართველო ექსპორტზე გავიტანოთ.

ეს თითოეული ქართველის სურვილია და დიასპორის ხელმძღვანელიც აქ არის. ნებისმიერ ქართველს, ცხოვრობს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ, უკვე დაბრუნდა თუ სხვა გზა აირჩია, ყოველთვის აქვს კავშირები საქართველოსთან და ყოველთვის მოწადინებულია ქვეყნის მცირე ნაწილი მაინც გააცნონ გარესაზოგადოებას. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი რესურსია. როგორც იცით, ახლა, როდესაც მოსახლეობის მეოთხედი საზღვრებს გარეთ იმყოფება, რაც ბოლო ათწლეულებში სიახლეა, ეს არის კაპიტალი, თუ მოვახერხებთ დიასპორასთან კავშირების შენარჩუნებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge