ილონ მასკმა დონალდ ტრამპს Twitter-ში დაბლოკილი ანგარიში აღუდგინა
- მსოფლიო
- 20.11.2022
- 12:33
სოციალურ ქსელ Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბლოკილი ანგარიში აღუდგინა.
მანამდე მასკმა მცირე გამოკითხვა ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, უნდა აღუდგინოს თუ არა ექსპრეზიდენტს მისი პირადი გვერდი. „ხალხის ხმა, ღმერთის ხმაა“, – წერს მასკი ლათინურ გამონათქვამს.
დონალდ ტრამპს Twitter-ში ანგარიში, ძალადობისკენ წაქეზების შემცველი განცხადებების გამო 2021 წელს დაუბლოკეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200