სოფელ ვაშლოვანში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინეს
- სამართალი
- 21.11.2022
- 14:40
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, უკანონო სასაკლაო სოფელ ვაშლოვანში, ადგილობრივის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში კუსტარულად იყო მოწყობილი.
სამართალდამრღვევს 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. საქმე, შემდეგი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200